პოლიტიკა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქცია გრძელდება. მოქალაქეები აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მესამე მოსმენით მიიღო.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ისინი საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან იმყოფებიან.

აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად პარლამენტთან განთავსებულ რკინის ღობეებს ხელებს ურტყამენ. ასევე რკინის ღობეებს ურტყამენ ჯებირებს.

პარლამენტთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,037 ნახვა