პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე – სალომე ზურაბიშვილს ორი კვირის წინ მივმართე, თავის თავზე აეღო მაკოორდინებლის ფუნქცია მაინც, თუ მეტის არა

ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიან ოპოზიციურ პლატფორმას, რომელსაც უნდა, რომ პოლიტიკაში ჩაერთოს, მათ შორის გზა გახსნილი უნდა იყოს ახალი ადამიანებისთვის და დიახ, მე მხარს ვუჭერ ერთიან სიას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის როლს პოზიტიურად ხედავს.

„მას ორი კვირის წინ მივმართე, რომ თავის თავზე აეღო მაკოორდინებლის ფუნქცია მაინც, თუ მეტის არა. კანონგარეშეა ხელისუფლება, ფაქტობრივად, არალეგიტიმურია და არ უსმენს ხალხს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებით, საპარლამენტო ბოიკოტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ იმ საკითხების განხილვაში, რომელიც გუშინ მიღებულ კანონს ეხება.

„რუსული კანონის გარდა, სხვა თემა არ არსებობს, რადგან გუშინდელი ხმის მიცემით „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციის მიღმა დააყენა საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, ვეტოზე განხილვა თუ იქნება, მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ სხვა არცერთი საკითხი არ არსებობს, რადგან პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის გზას. ვეტოსთან დაკავშირებით კონსულტაციები იქნება. სადაც რუსული კანონის თემაა, იქ ჩვენს პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებთ. სხვა არცერთი საკითხი არ არსებობს, რადგან რეჟიმის განმტკიცების კანონია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადეს. ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა „სტრატეგია აღმაშენებელიც“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,149 ნახვა