GD Banner
კრიმინალი

კაცმა, რომელიც სლოვაკეთის პრემიერს თავს დაესხა, საკუთარი მოტივები გაამხილა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმისთვის დაკავებული აღიარებს, რომ რობერტ ფიცოს თავს პოლიტიკური მოტივით დაესხა.თავდამსხმელი 71 წლის მწერალი, ერთ-ერთი ლიბერალური პარტიის აქტივისტი- იურაი ცინტულაა. სამართალდამცველებმა ის ადგილზე დააკავეს. მოგვიანებით, სლოვაკურმა მედიამ დაკავებულთან გასაუბრების ამსახველი კადრები გაავრცელა.

„მე მათ პოლიტიკას არ ვეთანხმები. რატომ ხდება მასობრივად მედიის საშუალებების ლიკვიდაცია? რატომ ესხმიან თავს RTVS-ს [სლოვაკეთის რადიო და ტელევიზია], რატომ გადააყენეს თანამდებობიდან [მოსამართლე იან] მაზაკი?“, – ამბობს თავდამსხმელი.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალში არის გადაყვანილი. ინციდენტი ბრატისლავიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ჰანდლოვაში, სამთავრობო შეხვედრის შემდეგ მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია. სლოვაკეთის ვიცე-პრემიერმა, ტომაშ ტარაბამ BBC-ს განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში აღარ იმყოფება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,109 ნახვა