GD Banner
პოლიტიკა

მაიკლ როთი – როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ

როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ, – ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ქუჩაში დემონსტრაციას ახალგაზრდა თაობა მართავს და თუ ეს თაობა დაკარგავს ნდობას საკუთარი ქვეყნის მიმართ, ისინი დატოვებენ ამ ქვეყანას.

„ჩემი გზავნილი არის უბრალოდ კითხვა: ძვირფასო ამომრჩევლებო, გსურთ, რომ დაკარგოთ თქვენი შვილები, შვილიშვილები? იმიტომ, რომ სწორედ ახლა ქუჩაში დემონსტრაციას ახალგაზრდა თაობა მართავს და თუ ეს ახალგაზრდა თაობა დაკარგავს ნდობას საკუთარი ქვეყნის მიმართ, ისინი დატოვებენ ამ ქვეყანას. ჩვენ დიდად მივესალმებით მათ, ისინი არიან განათლებული, გამოცდილების მქონე, ნიჭიერი, ერთგული ევროპელები, თუმცა როგორ შეძლებთ თქვენ, შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ. ვფიქრობ, ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის, ეს არის ჩემი გზავნილი და კითხვა ქუჩაში რიგითი ადამიანებისადმი. მე ვარ მუშათა კლასიდან და ზუსტად ვიცი, რა სურს ხალხს. მათ სურთ უსაფრთხო ცხოვრება, სურთ სამუშაო ადგილები, შვილებისთვის პერსპექტივა, უსაფრთხოება, მშვიდობა, თუმცა ამ გარემოებებში საკმაოდ რთულია ქვეყნის დაცვა, რადგან რუსული იმპერიის მადა, გადაგყლაპოთ თქვენ უკრაინის შემდეგ, უკიდურესად დიდია. და თუ თქვენ არ გჯერათ ჩვენი, ნუ დაუშვებთ იმავე შეცდომას, რაც გერმანელებმა დაუშვეს. ჩვენ არასრდროს ვუსმენდით პუტინს ყურადღებით, ჩვენ ზედმეტად გულუბრყვილო ვიყავით, ჩვენ არ ვუსმენდით ბალტიის ქვეყნებს, პოლონელებს და სხვებს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვიყავით ასეთი გაკვირვებული, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას“, – განაცხადა მაიკლ როთმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,442 ნახვა