GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან საზოგადოება

ედიშერ გვენეტაძე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: აი ვინ გვკარნახობს, როგორ მოვიქცეთ საქართველოს მოქალაქეები ჩვენს სამშობლოში, ამიტომ, 17 მაისს ყველანი საქართველოს, ქართველი ხალხის და მართლმადიდებლობის შეკრებაზე!

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში ეხმიანება ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, თორდის კოლბრუნის მიერ ლესბოსელთა ხილვადობის კვირეულთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას: „გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას და LBQ ქალებთან/LBQ აქტივისტებთან ერთად ვზეიმობთ – ყველას გილოცავთ ლესბოსელთა ხილვადობის კვირეულს” – ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი თორდის კოლბრუნი”

გვენეტაძის თქმით, სწორედ მსგავსი ადამიანები არიან ჩამოსულები და საქართველოს მოქალაქეებს კარნახობენ, როგორ მოიქცნენ. ამიტომ, ექსპერტი მოუწოდებს ყველას, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ შეკრებაზე მისვლისკენ.

“აი ვინ არიან ჩამოსულები!
აი ვინ გვკარნახობს, როგორ მოვიქცეთ საქართველოს მოქალაქეები ჩვენს სამშობლოში!
ამიტომ ხვალ 17 მაისს ყველანი, ოჯახებით!
საქართველოს, ქართველი ხალხის და მართლმადიდებლობის შეკრებაზე!
“მამული, ენა, სარწმუნოება”!” – წერს ედიშერ გვენეტაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,898,158 ნახვა