პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა

ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი ფასეულობების დასაცავად გაერთიანდა, – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით წერს.

„საქართველო არის იქ, სადაც ქართულად ლოცულობენ. ეს პოსტულატი ძალიან ღრმად არის გამჯდარი თითოეულ ქართველში, სწორედ ამ იდეას დაეფუძნა ჩვენი ერთიანი სახელმწიფოს იდენტობა და არაფერია იმაზე საამაყო, რომ 12 საუკუნის მერეც ქართველი ხალხი ერთგულია იმ იდეის, რომელსაც გიორგი მერჩულე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მაგალითზე გვასწავლიდა.

ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი ფასეულობების დასაცავად გაერთიანდა. ამით ჩვენმა საზოგადოებამ მტკიცე და ღირსეული პასუხი გასცა იმ გარე აქტორებსაც, ვინც, ცოტა ხნის წინ, ჩვენი ეკლესია, ხალხი და ისტორია უდიერად მოიხსენია.

დღეს, მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვიცავთ ტრადიციულ ფასეულობებს, ვამბობთ რომ ვიცავთ ჩვენს მომავალს.
საქართველო, მიყვარხარ“, – წერს რატი იონათამიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,848,377 ნახვა