GD Banner
საგარეო პოლიტიკა

ორბანი: ბრიუსელი ევროპას ომისთვის ამზადებს

ბრიუსელი ევროპას ომისთვის ამზადებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

Kossuth Rádio-სთვის მიცემულ გულწრფელ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განიხილა მიმდინარე გეოპოლიტიკური ლანდშაფტი.

როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ნატოზე თავდასხმის შესაძლებლობა მცირეა.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, გაჩერდებოდა თუ არა რუსეთი უკრაინის დამარცხების შემთხვევაში. რუსეთის არმია უკრაინელებთან სერიოზულ, რთულ ომს აწარმოებს, მათი დამარცხება ვერ შეძლო. რუსები საკმარისად ძლიერები რომ ყოფილიყვნენ უკრაინელების ერთბაშად დამარცხებისთვის, უკვე დაამარცხებდნენ მათ, მაგრამ ეს ის არ არის, რასაც ჩვენ ვხედავთ. ნატო-ს სიძლიერე უკრაინის სიძლიერეს არ შეედრება. ის ასჯერ, შესაძლოა ათასჯერ დიდია, ამიტომ არ მგონია ლოგიკურად ვივარაუდოთ, რომ რუსეთი, რომელიც უკრაინასაც კი ვერ უმკლავდება, უცებ შემოვიდეს და მთელი დასავლური სამყარო გადაყლაპოს“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა..

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,895,214 ნახვა