საგარეო პოლიტიკა

სტოლტენბერგი: მოვიდა დრო, უკრაინას მიეცეს ნებართვა, დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებს დაარტყას

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ დროა ცალკეულმა მოკავშირეებმა გადახედონ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენების შეზღუდვებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამიზნეებზე იერიშის მისატანად. ამის შესახებ მან The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, შეზღუდვების მოხსნის აუცილებლობა განსაკუთრებით მწვავეა ახლა, როცა ხარკოვის რეგიონში ბრძოლები გრძელდება და კონტაქტის ხაზი რეალურად ემთხვევა სასაზღვრო ხაზს.

„მოვიდა დრო, მოკავშირეებმა განიხილონ გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, რომლებიც მათ დაუწესეს უკრაინას მიწოდებული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან განსაკუთრებით ახლა, როდესაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ხარკოვის რეგიონში, საზღვართან“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი. 

ინფორმაციისთვის, The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს სურს, უკრაინას მიეცეს უფლება ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო სამიზნეებზე იერიში მიიტანოს. მას სურს დაარწმუნოს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გააუქმოს შეზღუდვები.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,854,198 ნახვა