პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საქართველო თავისი პოზიციით, თავისი მაჩვენებლებით, მიუხედავად ამ რადიკალური ხელშეშლისა, კვლავ მოწინავეთა რიგებშია

ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსი საქართველოში ძალიან მაღალია და არ არის ერთადერთი ინდექსი, რომელსაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ანიჭებენ საქართველოს, როგორც მოწინავეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ღია ბიუჯეტის ინდექსზე საუბრისას განაცხადა.

„მმართველობის სისტემის გამჭვირვალობის თემაც გავიხსენოთ, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლის და უამრავიო სხვა საკითხი გავიხსენოთ, სადაც საქართველოს თავისი რეიტინგით წინ უსწრებს ფაქტობრივად ყველა კანდიდატ ქვეყანას და ძალიან ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას ძალიან ბევრი მაჩვენებლით. აქედან გამომდინარე, საქართველო თავისი პოზიციით, თავისი მაჩვენებლებით, მიუხედავად ამ რადიკალური ხელშეშლისა, კვლავ მოწინავეთა რიგებშია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ღია ბიუჯეტის ინდექსში – 2023 საქართველო კვლავ პირველ ადგილს იკავებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,854,193 ნახვა