ეკონომიკა

ედიშერ გვენეტაძე ხაზარაძე/ჯაფარიძეზე: საქართველოში უახლოეს ხანებში დიდი ალბათობით შემოვა ჩინური ბანკები 2%-3%-4%-იანი განაკვეთით, ეს კი ნიშნავს საქართველოს მოსახლეობის ამ ყაჩაღ-მევახშეებისაგან გათავისუფლებას

რატომ იხევიან წელზე ხაზარაძე, ჯაფარიძე… და სხვა კომპრადორული, კოლაბორაციონისტი ბურჟუაზიის წარმომადგენლები? მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში უახლოეს ხანებში დიდი ალბათობით შემოვა ჩინური ბანკები 2%-3%-4%-იანი განაკვეთით, ეს კი ნიშნავს საქართველოს მოსახლეობის ამ ყაჩაღ-მევახშეებისაგან გათავისუფლებას, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

გვენეტაძე მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გარედან დამკვეთი “გლობალური ომის პარტიის” მორჩილ ყურშა-ფინიებს უწოდებს, რომლებიც გარედან ერთი თითის დატკაცუნებაზე ყიდიან მთლიან საქართველოს მისი მოსახლეობით და სწირავენ უკრაინიზაციისათვის.

„რატომ იხევიან წელზე ხაზარაძე, ჯაფარიძე… და სხვა კომპრადორული, კოლაბორაციონისტი ბურჟუაზიის წარმომადგენლები? მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში უახლოეს ხანებში დიდი ალბათობით შემოვა ჩინური ბანკები 2%-3%=4%-იანი განაკვეთით! ეს კი ნიშნავს საქართველოს მოსახლეობის ამ ყაჩაღ-მევახშეებისაგან გათავისუფლებას! ხომ ნახეთ, როგორ იჭიმებოდა ღომში ჩართული სულგუნივით მე უნდა ავაშენო ანაკლიის პორტიო! გამოჩნდა (თუმცა ადრეც ვამბობდი), რომ ამ მევახშე-ნაკომსომოლარს და მისთანებს არავინ არ ეკითხებოდა ანაკლია აშენდებოდა თუ ოფშკვითი! ესენი იყვნენ და არიან გარედან დამკვეთი “გლობალური ომის პარტიის” მორჩილი ყურშა-ფინიები! რომლებიც გარედან ერთი თითის დატკაცუნებაზე ყიდიან მთლიან საქართველოს მისი მოსახლეობით და წირავენ უ კ რ ა ი ნ ი ზ ა ც ი ი ს ა თ ვ ი ს! გახსოვთ ალბათ მათი სირბილი უკრაინაში ომის პირველ ხანებში “მემარცხენე” გეგელია, ხატიასთან ერთად! ისეთივენი, როგორებიც იყვნენ სსრკ დროს! აღწევენ ფარდას ააყეფებენ. დაუწვენ გააჩუმებენ!“- წერს ედიშერ გვენეტაძე

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,076 ნახვა