საზოგადოება

კალაძე: როგორ უნდა გამოიყენო სკოლის მოსწავლე შენი ბოროტი ზრახვებისთვის?! ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი

„რა თქმა უნდა, ბევრი იქნება ასეთი, რომელიც ყველანაირად შეეცდება მსგავსი სპეკულაციებით იხელმძღვანელოს“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფონდ „ფეა თრიიზის“ განცხადებას ონის მუნიციპალიტეტში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით.

დედაქალაქის მერი ასევე გამოეხმაურა პოლიტიკურ პროცესებში სკოლის მოსწავლეების ჩართვას და განაცხადა, რომ ეს მიუღებელია.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი, რომელიც შენიღბულია ლიბერალიზმით, სინამდვილეში ფაშიზმია.

„წარმოუდგენელია სკოლის მოსწავლეები გამოყენება. როგორ უნდა გამოიყენო სკოლის მოსწავლე შენი ბოროტი ზრახვებისთვის?! ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ და ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, შენიღბული აქვთ ვითომ ლიბერალიზმით. რა ლიბერალიზმი, ეს არის პირდაპირი ბოროტება, ფაშიზმი, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. ეს არის სამწუხარო რეალობა, რასაც ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,848,377 ნახვა