პოლიტიკა

ლევან იზორია მიხაილ როთს: თქვენ გქონდათ მცდელობა, მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენი ტოლერანტობა სამაგალითოა მთელს მსოფლიოში

x

ქართულ ეკლესიაზე მიხაილ როთის თავდასხმას გერმანიაში საქართველოს ელჩი გამოეხმაურა.

ლევან იზორია როთს სიტყვების კრიტიკის და უგულებელყოფის ერთმანეთისგან გარჩევას ურჩევს. ელჩი ამბობს, რომ ქართველი ხალხის ტოლერანტობა სამაგალითო მთელს მსოფლიოში.

„თქვენ გქონდათ მცდელობა, მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენი ტოლერანტობა სამაგალითოა მთელს მსოფლიოში. ისტორიულად, ის ეკლესიის წიაღში ჩაისახა და იარსებებს მუდამ“, – წერს ლევან იზორია.

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა: „ყველა ეკლესია, რელიგია და მათი მრევლი ვალდებულები არიან, გაუძლონ კრიტიკას. ზოგიერთს ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ პრობლემები აქვს. ჩემს შემთხვევაში ეს ქართული მართლმადიდებლობაა, ისევე როგორც ისლამი”.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,854,198 ნახვა