საგარეო პოლიტიკა

დასავლეთ ჰოლივუდის მერი – მიხარია, როდესაც პრაიდს ბავშვები ესწრებიან და ერთობიან

დასავლეთ ჰოლივუდში ლგბტ პრაიდის დროს ჟურნალისტებმა მერს, ჯონ ერიქსონს ჰკითხეს, თუ რა მოსწონს მას ამ ღონისძიებაში ყველაზე მეტად? მერმა უპასუხა, რომ ეს დარბაზში ბავშვების ხილვაა, რომლებსაც ეს ძალიან მოსწონთ და ერთობიან. ამის შესახებ thepostmillennial.com იუწყება. 

პრაიდში მონაწილე პირებს ადგილობრივი მეწარმეები უჭერდნენ მხარს, ქალთა და კაცთა უმეტესობა თითქმის შიშველი იყო და სცენაზე აშკარად სექსუალური ხასიათის პერფორმანსი იყო წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, ერიქსონი ამბობს, რომ „ყველაფერი რიგზეა და ბავშვები მაგრად ერთობიან“.

„მე ძალიან მომწონს, როდესაც ბავშვები იქ მიდიან და უბრალოდ დროს ატარებენ თავის სხვადასხვა ტიპის მშობელთან. მიხარია იმის ყურება, თუ რა მხიარულად ატარებენ დროს. ჭამენ კანფეტებს, მღერიან და უბრალოდ ერთობიან“, – განაცხადა დასავლეთ ჰოლივუდის მერმა.

მან ასევე დაამატა, რომ ასეთი წარმოდგენები დღეს ადამიანებს იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე ოდესმე.

ერიქსონი, მისივე თქმით, ძალზე ამაყი გეია. ის დასავლეთ ჰოლივუდში 2012 წლიდან ცხოვრობს. მას შემდეგ ის ლგბტ პრაიდებში რეგულარულად მონაწილეობს.

ერიქსონი ასევე ამბობს, რომ 2024 წელსაც კი ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები ხშირად მუქარას ხვდებიან. „ჩვენ ნორმალურები ვართ, უბრალოები ვართ, შეეგუეთ ამას“, – ამბობს ჯონ ერიქსონი.

ერიქსონი წარმოშობით ვისკონსინის შტატის პატარა ქალაქიდან არის. ის იხსენებს, რომ ბავშვობიდან თავს „სხვანაირად თვლიდა“ და კოლეჯის მეორე კურსზე განაცხადა, რომ გეია. მერი ამბობს, რომ მიხვდა რომ გეია ტელევიზიის დახმარებით, სადაც ამ დროს ლგბტ იდენტობის საკითხზე სულ უფრო მეტი გადაცემა გადიოდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,854,175 ნახვა