უცხოური მედია

მეთიუ მილერი – აშშ ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაკავებით

აშშ ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაკავებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ისინი, ვინც ახორციელებენ თავიანთ ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას, არ უნდა დააკავონ ამის გამო.

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ის პირი, რომელიც უსამართლოდ არის დაკავებული და პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,074 ნახვა