პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა-ეს კანონი მხოლოდ საქართველოს კეთილდღეობისთვის მიიღო დღევანდელმა ხელისუფლებამ და მოვა დრო როცა მადლობას ეტყვიან ჩვენი შვილები იმ ახალგაზრდა მთავრობის წევრებს, რომლებმაც უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ დაამტკიცეს “კანონი გამჭვირვალეობის შესახებ”

x

ექსპერტი ნინო ფოჩხუა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ „გამჭვირვალობის კანონზე“ საუბრისას მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „გამჭვირვალობის კანონის მიღებით გაიმარჯვა მხოლოდ საქართველომ, მისმა სუვერენიტეტმა და მისმა უსაფრთხოებამ, შესაბამისად, ამ კანონის მიღებით დამარცხდნენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები“.

ექსპერტის თქმით, მოვა დრო და პრემიერის ეს სიტყვები ახდება იმ ურწმუნოთათვის, ვისაც ჰგონია, რომ საქართველომ გადაუხვია კურსს და რუსეთის ორბიტაზე გადავიდა.

მისივე შეფასებით, გამჭვირვალობის კანონი მხოლოდ საქართველოს კეთილდღეობისთვის მიიღო დღევანდელმა ხელისუფლებამ.

„მოვა დრო და პრემიერის ეს სიტყვები ახდება იმ ურწმუნოთათვის, ვისაც ჰგონია, რომ საქართველომ გადაუხვია კურსს და რუსეთის ორბიტაზე გადავიდა. ეს კანონი გაწმინდავს როგორც შიგნით, ისე გარეთ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს და განამტკიცებს ქვეყნის უსაფრთხოებას და შესაბამისად სუვერენიტეტს. ეს კანონი მხოლოდ საქართველოს კეთილდღეობისთვის მიიღო დღევანდელმა ხელისუფლებამ და განვმეორდები, მოვა დრო როცა მადლობას ეტყვიან ჩვენი შვილები იმ ახალგაზრდა მთავრობის წევრებს, რომლებმაც უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ დაამტკიცეს “კანონი გამჭვირვალეობის შესახებ”-წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,076 ნახვა