პოლიტიკა

WSJ- პრეზიდენტ ბაიდენის მდგომარეობა უარესდება, მას სულ უფრო მეტად უჭირს კონცენტრირება სახელმწიფო საქმეებზე

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საერთო მდგომარეობა უარესდება, მას უფრო და უფრო უჭირს სახელმწიფო საქმეებზე კონცენტრირება,-ამის შესახებ Wall Street Journal ბაიდენის გარემოცვის წევრებთან საუბარზე დაყრდნობით წერს. 

როდესაც 81 წლის ჯო ბაიდენი კონგრესის წევრებს შეხვდა, რათა უკრაინის დაფინანსება განეხილა, ის „დროდადრო ისე ჩუმად საუბრობდა, რომ კონფერენციის ზოგ მონაწილეს მისი ხმა არც ესმოდა“,- ამბობენ მოლაპარაკებებზე მყოფი ადამიანები. მათი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი წინასწარ მომზადებული ფურცლებიდან კითხულობდა, თან საუბარს ხანგრძლივი პაუზებით წყვეტდა, რა დროსაც თვალებს ხუჭავდა ისე, რომ ოთახში ბევრმა იკითხა, ხომ არ გაითიშაო- წერს WSJ.

2024 წლის თებერვალში აშშ-ს პრეზიდენტი ესაუბრა წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს. საუბარი შეეხო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის ცვლილებას. შეხვედრის შემდეგ ჯონსონმა შეშფოთება გამოთქვა, რომ „ბაიდენმა საკუთარი პოლიტიკის გარკვეული დეტალები ვერ გაიხსენა,- წერს გამოცემა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,191 ნახვა