სპორტი

მამუკა გორგოძე: ხვიჩამ საქართველო გამოაფხიზლა, გამოაცოცხლა და მაგაზე რომ პირიდან რამე გადაკრული სიტყვა ამოგივა, არასწორი ხარ

“იუთუბგვერდზე” გადაცემა “ლაი-ლაის” სტუმარი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძე იყო.

ყოფილმა მორაგბემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

“ფეხბურთი მთელ მსოფლიოში სპორტზე ზევით დგას. ამ ბიჭმა, ხვიჩამ, რაც გააკეთა, საქართველო გამოაფხიზლა, გამოაცოცხლა და მაგაზე რომ პირიდან რამე გადაკრული სიტყვა ამოგივა, არასწორი ხარ, ვინც უნდა იყო. ხვიჩა მაგარი კაცია, ქრისტიანი კაცი და ნაღდი ქართველი. ხვიჩას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ რაც მან გააკეთა, სასწაული იყო” – ამბობს გორგოძე.

esport.ge

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,083 ნახვა