პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ვის შეიძლება ენა მოუტრიალდეს და თქვას, რომ საქართველო არ იმსახურებს და მოლდოვა და უკრაინა იმსახურებს მოლაპარაკებების გახსნას?! მართლა მეტეორი ხომ არ მოდის ერთი, გადახედეთ, საგიჟეთია

x

ვის შეიძლება ენა მოუტრიალდეს და თქვას, რომ საქართველო არ იმსახურებს და მოლდოვა და უკრაინა იმსახურებს მოლაპარაკებების გახსნას?! მართლა მეტეორი ხომ არ მოდის ერთი, გადახედეთ, საგიჟეთია, – ასე აფასებს ირაკლი ზარქუა ევროკომისიის გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვით, უკრაინამ და მოლდოვამ ყველა პირობა შეასრულეს და ახლა მათთვის ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებები იხსნება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში წერდა, რომ ორივე ქვეყანაში კორუფციის სისტემური პრობლემებია.

„ჩამოყალიბდით, ერთმანეთში შეჯერდით მაინც. თეთრი სახლის ანგარიშში მითითებულია, რომ კორუფციაშია მხილებული მოლდოვა, უკრაინა, სადაც 40 მილიონი იყო გახარჯული, მათ შორის ჭურვების გაყიდვაზეა საუბარი. ამერიკელებმა ამხილეს თვითონ უკრაინა. ასეთ სახელმწიფოზე გვეუბნება ევროკომისიის წარმომადგენელი, იქ [უკრაინაში] ყველაფერი რიგზეა და ყველა პუნქტი შეასრულესო. ამ დროს გუშინ გამოქვეყნდა „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ, რომ საქართველო მსოფლიოში 45-ე ადგილას არის და თავისუფალი ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. ვის შეიძლება ენა მოუტრიალდეს და თქვას, რომ საქართველო არ იმსახურებს და მოლდოვა და უკრაინა იმსახურებს მოლაპარაკებების გახსნას. მე არ ვიცი, მართლა მეტეორი ხომ არ მოდის ერთი, გადახედეთ, საგიჟეთია“, – აღნიშნა ზარქუამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,083 ნახვა