უცხოური მედია

დანიის პრემიერმინისტრზე თავდამსხმელი პოლონეთის მოქალაქეა

დანიური მედიის ინფორმაციით, დანიის პრემიერმინისტრ მეტე ფრედერიკსენზე თავდამსხმელი პოლონეთის მოქალაქეა. 39 წლის კაცი დაკავებულია. სასამართლოზე მან ბრალდება აღიარა და თქვა, რომ იცოდა ვის  დაესხა თავს, თუმცა მოტივი, ისევ უცნობია. დანიური გამოცემა Ekstra Bladet -ის ცნობით, ბრალდებული არ ლაპარაკობს და არ ესმის დანიური. ის დაკავების დროს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მისი ვინაობა არ სახელდება.

შეგახსენებთ, პარასკევს კოპენჰაგენის ცენტრში დანიის პრემიერს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან მცირე დაზიანება მიიღო და შაბათისთვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება გააუქმა.

თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც მეტე ფრედერიკსენმა მონაწილეობა მიიღო სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო ღონისძიებაში, რომელსაც ის ხელმძღვანელობს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,074 ნახვა