პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე: ვისაც ჰგონია რომ სატელეფონო  და სმს ზეწოლები შერჩებათ, წაიკითხონ კარგად ეს ინფორმაცია!

ვისაც ჰგონია რომ სატელეფონო და სმს ზეწოლები შერჩებათ, წაიკითხონ…” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი ელისო ბოლქვაძე აცხადებს.

ბოლქვაძე ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი, სულ მალე კვლევას ჩაატარებს ამ თემის ირგვლივ, რათა დამცავი მექანიზმები შემუშავდეს.

“იმათ, ვისაც ჰგონია რომ სატელეფონო  და სმს ზეწოლები შერჩებათ, წაიკითხონ კარგად ეს ინფორმაცია!დემოკრატიულ ქვეყნებში დასჯადია მორალური ზეწოლა და სატელეფონო მუქარა!კანონი ითვალისწინებს ციხეს  და  ჯარიმას 15.000 ევროს ოდენობით!საქართველოს პარლამენტი, სულ მალე კვლევას ჩაატარებს ამ თემის ირგვლივ რათა შემუშავდეს დამცავი მექანიზმები  ველური, ვერბალური ქმედებების წინააღმდეგ პოლიტიკურ ველზე საქართველოში” – წერს “ოცნების” დეპუტატი ელისო ბოლქვაძე.

გუშინ ელისო ბოლქვაძემ სოციალურ ქსელში ფოტო-სქრინები გამოაქვეყნა და ამბობდა, რომ მოქალაქეები წყევლიან და აგინებენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,074 ნახვა