უცხოური მედია

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ბელგიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრო თანამდებობიდან გადადგა.

„ჩვენთვის განსაკუთრებით რთული საღამო იყო, წავაგეთ. ხვალიდან მე აღარ ვიქნები პრემიერ-მინისტრი“, – განუცხადა დე კროომ მხარდამჭერებს აქციაზე.

ბელგიაში ევროპარლამენტის არჩევნებზე მემარჯვენე ნაციონალისტურმა „ახალმა ფლამანდიურმა ალიანსმა“ (N-VA) პირველი ადგილი დაიკავა. ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი შედეგების მიხედვით, ალიანსმა 22 პროცენტი მიიღო.

მეორე ადგილზე Vlaams Belang გავიდა, ხმათა 17,5 პროცენტით. პარტიამ Vooruit ხმების დაახლოებით 10,5 პროცენტი დააგროვა.

დე კროს პარტიამ კი ხმათა შვიდ პროცენტზე ნაკლები მიიღო, რითაც ძალიან ჩამორჩება ულტრამემარცხენეებს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,076 ნახვა