პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: საქართველო ყველა პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ელჩის გამოძევების მიუხედავად სახელმწიფო და ხალხი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას

თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას პარტნიორებთან ერთად.

როგორც ბოჟაძე აცხადებს, საქართველო უკრაინას ყველა პლატფორმაზე მხარს უჭერს და ელჩის გამოძევების მიუხედავად, ქვეყანა აგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას.

„საქართველო ყველგან, ყველა პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რაც 600-მდე საერთაშორისო დოკუმენტის მხარდაჭერით არის დადასტურებული.

26 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს მშობლიურ ენაზე საქართველოში. უკრაინის ელჩის გაწვევის და საქართველოს ელჩის გამოძევების მიუხედავად სახელმწიფო და ხალხი გააგრძელებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

ჩვენი ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,076 ნახვა