პოლიტიკა

ზუკა ბერძენიშვილის ოჯახი გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

ოპოზიციონერი აქტივისტის, ზუკა ბერძენიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია,-ამის შესახებ მისმა ძმამ, ლევან ბერძენიშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

რაც შეეხება მომხდარს, როგორც ლევან ბერძენიშვილი ამბობს, ძალადობა პირდაპირ იყო წახალისებული პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან და არ აქვს მნიშვნელობა, ჰქონდა თუ არა პაპუაშვილს ინფორმაცია.

“პაპუაშვილის განცხადება  იყო წამახალისებელი, უბრალოდ პაპუაშვილმა შეიძლება არც იცოდა, რომ იგეგმებოდა, შეიძლება იცოდა, თუმცა არ აქვს ამას მნიშვნელობა, ის ისეთივე პაიკია ამ თამაშში, როგორც ბევრი სხვა, ვისაც ჰგონია, რომ რაღაცას წარმოადგენს.  ფაქტი, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კეთდება ასეთი განცხადება, საიდანაც 1 საათში ხდება ასეთი ფაქტი, ეს შეიძლება მივიჩნიოთ პოლიტიკის ნაწილად. თვითონ ხელისუფლება გვეუბნება, რომ ჩვენ გექცევით ასე” ამბობს ლევან ბერძენიშვილი “დღის სტუმრის” ეთერში, პირდაპირი ჩართვის დროს.


მისივე თქმით, გამოძიებას კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს, რადგან ეს იყო ჯგუფური თავდასხმა და არა უბრალოდ ძალადობა, რომლითაც შსს-მ საქმე აღძრა.

ცნობისთვის, გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

ოპოზიციონერ აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს თავს საკუთარ სახლთან დაესხნენ და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,848,487 ნახვა