GD Banner
პოლიტიკა

გერმანელი სამართალდამცავები შეშფოთებულნი არიან ინგლისისა და სერბეთის ნაკრებების მატჩის წინ შექმნილი სახიფათო სიტუაციის გამო

გერმანელი სამართალდამცავები შეშფოთებულნი არიან ინგლისისა და სერბეთის ნაკრებების მატჩის წინ შექმნილი სახიფათო სიტუაციის გამო, რამაც შეიძლება ევრო 2024-ის მატჩი ჩაშალოს. ამის შესახებ წერს BBC.

წყაროს ცნობით, სამართალდამცავი ორგანოები უფრთხიან აგრესიულ ქცევას სერბი ულტრასების მხრიდან, რომლებიც შეიძლება სხვა გულშემატკივრებთან ერთად მოხვდნენ სტადიონზე. ელოდებიან, რომ 500 სერბი ფანი ათასობით ინგლისელ გულშემატკივარს შორის აღმოჩნდება, რამაც შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს.

მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, სტადიონზე მხოლოდ მცირეალკოჰოლიანი ლუდი გაიყიდება, ხოლო ორი ქვეყნის გულშემატკივრებს ერთმანეთს დააშორებენ. გარდა ამისა, უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში მობილიზებული იქნება 1000-ზე მეტი პოლიციელი.

ინგლისისა და სერბეთის მატჩი 16 ივნისს, გელზენკირხენის „ფელტინს-არენაზე“ გაიმართება.

1tv.ge

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,895,214 ნახვა