საზოგადოება

დავით ოქიტაშვილი ახალგაზრდებს: თქვენ ხართ ის ადამიანები , რომლებმაც ჩვენზე ადრე გაიღვიძეთ 13 ივნისს, იმ უბედური ტრაგედის შემდეგ და დაიწყეთ ჩვენი ქალაქის დალაგება

კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 13 ივნისის წყალდიდობის დროს დატრიალებულ ტრაგედიას იხსენებს.

„დღეს 13 ივნისია.

ბავშვებო , ახალგაზრდებო , ჩვენო მომავალო !

თქვენ ხართ ის ადამიანები , რომლებმაც ჩვენზე ადრე გაიღვიძეთ 13 ივნისს იმ უბედური ტრაგედის შემდეგ და დაიწყეთ ჩვენი ქალაქის დალაგება.❤️🙏❤️

ჩემო კარგებო !

თქვენი ბედნიერების გარეშე ჩვენი სიცოცხლე წარმოუდგენელია. თქვენი ცხოვრება ის მზეა , რომელიც ანათებს სამყაროს , ყველა დაკარგული ბავშვის გარეშე კი ქრება მზე ,

სისხლი იყინება ,

არ დააბნელოთ ის ,

ნუ შეგეშინდებათ ბოროტების ,

მათ თქვენი სიკეთით ცოდნით და სიყვარულით მოუგებთ ,

ნუ შეგიშინდებათ დაბრკოლების ,

ის გაძლიერებთ ,

ნუ შეგეშინდებათ გულგრილობის ,

ერთად დგომით დაიძლევა , არ დანებდეთ ,

არ გაანაცრისფროთ სამყარო , რომელსაც ფერადი ფერები თქვენ უნდა შესძინოთ , ,

ახალგაზრდებო ,

მიყვარხართ და მიგულეთ თქვენ გვერდით , რათა ვისწავლო თქვენგან როგორ ვიყო ბედნიერი …….

გვაპატიეთ ჩვენ თაობას , რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაგიტოვეთ დასაბრუნრბლად , გვაპატიეთ , რომ ქვეყანა ასაშენებლად გადმოგეცით , გვაპატიეთ , რომ დაგაკელით ყურადღება , ამიტომაც ცხოვრების დედაც არა , თქვენთან ერთად ცხოვრებას გაუმარჯოს დღეს თქვენ წერთ საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს.

მიყვარხართ და მეიმედებით“,-წერს დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,848,554 ნახვა