პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ესტონეთის პარლამენტის განცხადებაზე – მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრი უცხო ქვეყანაში, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ აქციაზე დადგა, გასაკვირი აღარაფერი აღარ არის

საქართველოს ხელისუფლება არჩეულია ქართველი ხალხის მიერ, რომ ქართველი ხალხის ინტერესები გაატაროს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც ესტონეთის პარლამენტში მიღებულ განცხადებასა და შესაძლო სანქციებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, “მას შემდეგ, რაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპული ღირებულებების დარღვევით, უცხო ქვეყანაში, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ აქციაზე დადგა, გასაკვირი აღარაფერი აღარ არის”.

“მიუხედავად იმისა, თუ როგორ ანტიქართულად იქცევა სხვადასხვა პოლიტიკოსი, ჩვენი დამოკიდებულება ესტონელი ხალხის მიმართ არ იცვლება. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, მთავარია ხალხებს შორის ურთიერთობა იყოს სწორი, ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.

საქართველოს ხელისუფლება არჩეულია ქართველ ხალხის მიერ, რომ ქართველი ხალხის ინტერესები გაატაროს. როდესაც საკითხი დგას ქართველი ხალხის, თუ სხვათა ინტერესები, ჩვენ ვირჩევთ ქართველი ხალხის ინტერესებს. ოპოზიციამ გვაჩვენა, რომ ისინი პატრონყმული დამოკიდებულების მომხრეები არიან, როგორც ეტყვიან ბატონები ისე უნდა მოიქცნენ”, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, ესტონეთის პარლამენტმა განცხადება მიიღო, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის წევრების, პარლამენტის ლიდერების და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ჯგუფის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და მათ შორის ევროკავშირში შესვლის აკრძალვაზე, მიზეზი კი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო განვითარებული მოვლენებია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,848,402 ნახვა