პოლიტიკა

100-ზე მეტი დაშავებული და 70-მდე დაკავებული ადამიანი – პროტესტი ერევანში

100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ერევანში ანტისამთავრობო აქციაზე. ერთმანეთს დემონსტრანტები და პოლიცია დაუპირისპირდა. ვითარება გუშინ საღამოს დაიძაბა. დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაშავებულთა ნაწილი კლინიკებში რჩება. დაპირისპირების შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღეს სამართალდამცველებმაც.

მომიტინგეები პრემიერ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტის შენობისკენ მიმავალი ხალხი შეეცადა პოლიციელების კორდონი გაერღვია. საკანონმდებლო ორგანოში ამ დროს ფაშინიანი სიტყვით გამოდიოდა.

.დაკავებულია 70-მდე ადამიანი. დაწყებულია გამოძიებაც – მასობრივი არეულობის, ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლით.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,848,487 ნახვა