GD Banner
საგარეო პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი: სი ძინპინი დამპირდა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღით არ მოამარაგებს

C

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მას დაჰპირდა, რომ ჩინეთი რუსეთს უკრაინასთან საომრად იარაღით არ მოამარაგებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სააგენტო РБК Украина-ს ინფორმაციით, ზელენსკიმ ასეთი დაპირება 2023 წლის აპრილში სი ძინპინთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს მიიღო.

„მე მქონდა სატელეფონო საუბარი ჩინეთის ლიდერთან. მაშინ მან მითხრა, რომ რუსეთს შეიარაღებას არ მიაწვდის. თუ ის პატივსაცემი ადამიანია, მაშინ, დაპირებისამებრ, ის ამას არ იზამს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,895,214 ნახვა