საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ინსტრუქცია, რომელიც საქართველოს საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აწვდის ინფორმაციას საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისა და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინსტრუქცია, რომელიც საქართველოს საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აწვდის ინფორმაციას საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

გამოქვეყნებული ინსტრუქცია ასევე ეხმაურება გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვიდან პოლიტიკური ნიშნით არიან მოხსნილი.

როგორც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება. საგარეო უწყების თანახმად, საქართველოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების უმთავრეს მიზანს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა წარმოადგენს; შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის არც საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება, არც საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა (რისთვისაც არსებობს კონკრეტული საფუძვლები) არანაირად არ უკავშირდება მოქალაქის პოლიტიკურ შეხედულებებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,848,554 ნახვა