პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე აშშ-ს თავდაცვის მდივნის განცხადებაზე: დაადასტურა, რომ ნატოში მისაღებად დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების იმედი არ უნდა გვქონდეს

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა დაადასტურა, რომ ნატოში მისაღებად დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების იმედი არ უნდა გვქონდეს, ნატო საქართველოსთან დაკავშირებით კვლავ, ღია კარს მიღმა დახურული კარის პოლიტიკას გააგრძელებს, რომლის გაღებას შესაძლოა ათწლეულები დაჭირდეს, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე აშშ-ს თავდაცვის მდივნის განცხადებას, რომლის თქმითაც, “რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, მე ვერ ვხედავ რაიმე სურვილს ან ნიშნებს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ გაფართოებას უახლოეს მომავალში”.

ჩიხელიძის თქმით, სამწუხაროა, რომ ნატო და პარტნიორები, საქართველოს მიერ გავლილი ეკლიანი გზის ადეკვატურ შეფასებას არ ახდენენ და პოლიტიკური კონიუნქტურის ტყვეობაში მყოფნი, მოკლებულნი არიან ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას.

„MAP-ზე უკეთესის გახსოვთ? ნაცებმა საკუთარი სტრატეგიული მარცხი, საზოგადოებას გამარჯვებად რომ შეასაღეს… აშშ-ს თავდაცვის მდივნის განცხადებით ნატოს გაფართოება დაგეგმილი, არათუ ამ ეტაპზე, არამედ უახლოეს მომავალში არ არის, მიუხედავად ქვეყნების სურვილისა გახდნენ ნატოს წევრი, ჩვენ(ნატოს წევრი ქვეყნები) ამ ეტაპზე ნატოს სტაბილიზაცია გვსურს! აშშ-ს თავდაცვის მდივანმა დაადასტურა, რომ ნატოში მისაღებად დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების იმედი არ უნდა გვქონდეს, ნატო საქართველოსთან დაკავშირებით კვლავ, ღია კარს მიღმა დახურული კარის პოლიტიკას გააგრძელებს, რომლის გაღებას შესაძლოა ათწლეულები დაჭირდეს. სამწუხაროა, რომ ნატო და პარტნიორები, საქართველოს მიერ გავლილი ეკლიანი გზის ადეკვატურ შეფასებას არ ახდენენ და პოლიტიკური კონიუნქტურის ტყვეობაში მყოფნი, მოკლებულნი არიან ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას“, – წერს ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,848,402 ნახვა