GD Banner
სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თურქეთთან დამარცხდა – 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პირველი მატჩი თურქეთთან დასრულდა.

25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი, ისტორიული გოლი 32-ე წუთზე გაიტანა და საქართველო – თურქეთს შორის ანგარიში 1:1 დაფიქსირდა, შეხვედრის პირველი ტაიმი სწორედ ფრედ დასრულდა.

თურქებმა ორი გოლის გატანა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს, საბოლოოდ კი შეხვედრა 3:1 – თურქეთის სასარგებლოდ დასრულდა.

შეხვედრა დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ მიმდინარეობდა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,323 ნახვა