GD Banner
სპორტი

უკრაინელმა მოფარიკავემ საქართველოს სახელით მოასპარეზე ოს სპორტსმენს ხელი არ ჩამოართვა

უკრაინელმა მოფარიკავემ ელენა კრივიცკაიამ საქართველოს სახელით მოასპარეზე ოს სპორტსმენს მაია გუჩმაზოვას ბრძოლის შემდეგ ხელი არ ჩამოართვა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ფარიკაობის ჩემპიონატი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში მიმდინარეობს. დაპირისპირებაში კრივიცკაიამ 15-9 გაიმარჯვა. გუჩმაზოვა მოწინააღმდეგე სპორტსმენის საქციელით უკმაყოფილო იყო,

„აიღეთ თოფი და თქვენი სამშობლო დაიცავით, ომში. თქვენ კი სახელმწიფოს ხარჯზე შვეიცარიაში მოგზაურობთ“, – განაცხადა გუჩმაზოვამ. მისი თქმით, ის ელენა კრივიცკაიას დიდი ხანია იცნობს და აქამდე მათ შორის ნორმალური ურთიერთობები იყო.

მაია გუჩმაზოვა ვლადიკავკაზშია დაბადებული. 2017 წლიდან ის საქართველოს სახელით ასპარეზობს. მისი თქმით, უკრაინელ სპორტსმენებს მისცეს უფლება, რომ შეჯიბრების სხვა მონაწილეებს ხელი არ ჩამოართვან. მე რომ ეს გამეკეთებინა, ალბათ დისკვალიფიცირებული ვიქნებოდი“, – განაცხადა გუჩმაზოვამ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ფარიკაობის ასოციაცია გუჩმაზოვას საქციელს განიხილავს, რადგანაც მან უცენზურო სიტყვები გამოიყენა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,021 ნახვა