პოლიტიკა

გია აბაშიძე: 2024 წლის მდგრადი განვითარების მიზნების რეიტინგში საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და 50 საუკეთესო ქვეყანას შორის 43-ე ადგილზე გავიდა – ნაცრევანშისტების სამარცხვინო პროპაგანდა საქართველოს “უკუსვლაზე” მხოლოდ ბოდვაა

“ყოვლისმცოდნე” ნაცაქტორების არაკომპეტენტური, უარყოფითი შეფასებების ფონზე, საქართველოს მორიგი საერთაშორისო აღიარება – 2024 წლის მდგრადი განვითარების მიზნების რეიტინგში საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და 50 საუკეთესო ქვეყანას შორის 43-ე ადგილზე გავიდა, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძის თქმით, პოლიტიკაში ჩაუხედავებმაც დიდი ხანია უწყიან, რომ ნაცრევანშისტების სამარცხვინო პროპაგანდა საქართველოს “უკუსვლაზე” მხოლოდ ბოდვაა.

„ “ყოვლისმცოდნე” ნაცაქტორების არაკომპეტენტური, უარყოფითი შეფასებების ფონზე, საქართველოს მორიგი საერთაშორისო აღიარება – 2024 წლის მდგრადი განვითარების მიზნების რეიტინგში საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და 50 საუკეთესო ქვეყანას შორის 43-ე ადგილზე გავიდა. წლევანდელ გლობალურ რეიტინგში საქართველომ გაუსწრო აშშ-ს, ჩინეთს, სინგაპურს, ისრაელს, თურქეთს, ყველა მეზობელ ქვეყანასა და ბევრ განვითარებად სახელმწიფოს, აცხადებს გაეროსა და დუბლინის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში. მდგრადი განვითარების 16-ე მიზნობრივ აგრეგატში, “მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები”, საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზე გავიდა, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანაზე წინ არის, უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ნატოს და ევროკავშირის წევრ ჯამში 12 სახელმწიფოს: შეერთებულ შტატებს, იტალიას, საბერძნეთს, ხორვატიას, უნგრეთს, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს. ფეხბურთში ჩახედულებს უკვირთ სექტანტების პოლიტიზირებული შაპიტო-მოსაზრებები ამ სპორტზე, თუმცა პოლიტიკაში ჩაუხედავებმაც დიდი ხანია უწყიან, რომ ნაცრევანშისტების სამარცხვინო პროპაგანდა საქართველოს “უკუსვლაზე” არის მხოლოდ ბოდვა.

ხსენებული საერთაშორისო კვლევა მსოფლიოს 205 ქვეყნის, ტერიტორიისა და ქვეყანათა ჯგუფის შეფასებას აერთიანებს. 165 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველო საუკეთესო 50-ს შორის, 43-ე პოზიციაზე გავიდა. გაუმჯობესდა საქართველოს შეფასების მაჩვენებელი და შეფასების 100%-იანი სკალით 74.9 %-ი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ ისტორიულად საუკეთესო შეფასებები ბოლო სამი წლის მანძილზე მიიღო, 2012 წლის შემდეგ კი სარეიტინგო პოზიცია 11 ადგილით გაიუმჯობესა. ინდექსმა ქვეყნები შეაფასა მდგრადი განვითარების 17 გლობალური მიზნის 92 სხვადასხვა კრიტერიუმით. საერთო ჯამში საქართველომ გააუმჯობესა მდგრადი განვითარების 7 მიზანი, 33 კრიტერიუმი, საიდანაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 27 მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების 37 ინდიკატორში საქართველო შეფასდა, როგორც მდგრადი განვითარების მიზანს მიღწეული“, – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,848,391 ნახვა