უცხოური მედია

„საქართველოს ნაკრებთან იოლი თამაში ნამდვილად არ გველის“ – პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი

პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა EURO 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ჯგუფიდან გასასვლელი ქულები უკვე მოპოვებული აქვთ, საქართველოს წინააღმდეგ მოედანზე გამარჯვებისთვის გავლენ, თუმცა მარტინესი იმასაც აღნიშნავს, რომ ადვილი თამაში არ ელოდებათ.

„პირველი ადგილის დაკავება ძალიან კარგია, რადგან ეს მეტ დროს მოგვცემს შემდგომი მატჩებისთვის სათანადოდ რომ მოვემზადოთ. რაც შეეხება საქართველოსთან თამაშს, ისიც უნდა მოვიგოთ, რომ ჯგუფში გამოსვლა მაქსიმალური შედეგით დავასრულოთ. საქართველოს ნაკრებთან იოლი თამაში ნამდვილად არ გველოდება“, – ამბობს მარტინესი.

მისივე თქმით, ამ შეხვედრაზე მოედანზე ბევრი ისეთი მოთამაშე გამოვა, რომელსაც წინა შეხვედრებში სათამაშო დრო არ მიეცა.

„მოვიდა დრო, შანსი სხვებსაც მივცეთ და შემადგენლობაში კონკურენცია გავზარდოთ. გვყავს ბევრი მოთამაშე, რომლებიც იმსახურებენ თერთმეტეულში მოხვედრას, ასე რომ, როტაცია იქნება“, – აცხადებს პორტუგალიის ნაკრების თავკაცი. 

შეგახსენებთ, საქართველომ F ჯგუფის დაძაბულ პირველ შეხვედრაში თურქეთთან 1:3 წააგო, ჩეხეთთან კი ფრე 1:1 ითამაშა. ჯგუფში ბოლო შეხვედრას საქართველო პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,848,402 ნახვა