სამართალი

შსს-მ ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ზღვის სანაპიროზე პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, სადაც ერთი ტურისტი დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავდა, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 275-ე მუხლით დაიწყო, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

რაც შეეხება მომხდარის შედეგად დაშავებულ მამაკაცს, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის მოთავსებული, ექიმების თქმით, მას კვლევები ამ დრომდე უტარდება, მიმდინარეობს მონიტორინგი.

გარდაცვლილი ტურისტის ცხედარი კი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული.

ცნობისთვის, ბათუმში პარაშუტი ჩამოვარდა, რომელზეც ტურისტი ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ, ქალი ადგილზე დაიღუპა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,843,648 ნახვა