პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე NGO-ს მიერ ჩატარებულ სოც-გამოკითხვაზე და პარტიების რეიტინგებზე- გამოვიდეს თავად ის ენჯეო, დაენახოს საზოგადოებას და აჩვენონ გამჭვირვალობის მაგალითი, სხვებისგან რომ ასე გაშმაგებით ითხოვენ

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტიების რეიტინგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გამოვიდეს თავად ის ენჯეო (თუ ენჯეოები), დაენახოს საზოგადოებას და თქვას – ეს მე ვარ, ფული ამან და ამან გადაგვიხადა და გამოკითხვის შედეგები არის ესა და ეს.

“უკვე რამდენიმე დღეა საჯარო სივრცეში დაგულაობს ინფორმაცია ინკოგნიტო NGO-ს მიერ ჩატარებულ სოც-გამოკითხვაზე და პარტიების რეიტინგებზე, რომელსაც როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე , ყველა სათავისოდ კითხულობს გამოვიდეს თავად ის ენჯეო (თუ ენჯეოები), დაენახოს საზოგადოებას და თქვას – ეს მე ვარ, ფული ამან და ამან გადაგვიხადა და გამოკითხვის შედეგები არის ესა და ეს. მოკლედ, დადონ დოკუმენტი აჩვენონ გამჭვირვალობის მაგალითი, სხვებისგან რომ ასე გაშმაგებით ითხოვენ”- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,843,648 ნახვა