პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – თუ იტყვი „არა რუსულ კანონს“, ნაცი ხარ, ხოლო საჩუქრის ავტორს თუ მადლობას ეტყვი, ქოცი

თუ იტყვი „არა, რუსულ კანონს“, ავტომატურად „ნაცი“ ხარ, ხოლო საჩუქრის ავტორს თუ მადლობას ეტყვი, „ქოცი“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, ქვეყანაში როცა ასეთი დაძაბულობა და პოლარიზაცია არსებობს, ყველაფერი პოლიტიკური დისკუსიის და ქოც-ნაცური გარჩევის საბაბი ხდება.

„იცით, რომ რუსეთ-უკრაინის ომიც ქოც-ნაცური გარჩევის საგანი იყო, სენატორების საკითხიც, სპორტული თუ შოუ ბიზნესის მოვლენები. სპორტსმენების ჯერიც მივიდა – თუ იტყვი, „არა, რუსულ კანონს“, ავტომატურად „ნაცი“ ხარ, ხოლო თუ მადლობას საჩუქრის ავტორს ეტყვი, „ქოცი“ ხარ. ეს იმ ცხოვრების შედეგია, რაშიც პოლიტიკური სპექტრი ქვეყანას ამყოფებს. ხშირ შემთხვევაში მგონია, ვინც წარმატებულ ფეხბურთელებს მადლობის გამო აგინებენ, „ქოცების“ გამოგზავნილი ხალხია, რადგან ეს გამოიყენონ პოლიტიკური მიზნისთვის. სულელები ყოველთვის იქნებიან, რომლებიც ისეთ რაღაცას იტყვიან, რომ ეს მათ საწინააღმდეგოდაც იყოს გამოყენებული. აფერისტების წვლილსაც არ გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფერს შეგნებულად აკეთებენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,843,651 ნახვა