GD Banner
ჯარი

ცესკოს ავღანეთის კომისიის სპეც ჯგუფის წევრი ლაშა გეგეჭკორი -პირველად “ღირსეული პარტნიორი” 2015 წელს „ქართული ოცნების” ძალისხმევით ჩატარდა და ეს წრთვნა ტარდებოდა ყოველწლიურად

ცესკოს ავღანეთის კომისიის სპეც ჯგუფის წევრი ლაშა გეგეჭკორი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.

როგორც გეგეჭკორი აღნიშნავს პირველად ეს სწავლება სწორედ 2015 წელს “ქართული ოცნების” ძალისხმევით ჩატარდა, და ყოველწლიურად ტარდებოდა. მისი თქმით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნატოს საერთაშორისო მისიებში (ISAF,RSM) საქართველო, ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის 2004 წლიდან მისიის დასრულებამდე (2021 წ.) ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი იყო.

გეგეჭკორი იხსენებს ქართველების მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში და ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროებს.

“თუ იცით, როდის და რომელი მმართველი პარტიის წინადადებით ჩატარდა საქართველოში პირველად საერთაშორისო სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორი.” 2015 წელს-“ქართული ოცნების” ძალისხმევით! და ეს წრთვნა ტარდებოდა ყოველწლიურად. მანამდე და მერეც იყო ავღანეთი, ერაყი, აფრიკა… ავღანეთში თქვენს პოლიტიკურ თამაშებს შეწირული 32 ქართველი სამხედრო დაგავიწყდათ? ახლა აღარ ვართ “ღირსეული პარტნიორები?” ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნატოს საერთაშორისო მისიებში (ISAF,RSM) საქართველო, ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის 2004 წლიდან მისიის დასრულებამდე(2021 წ.) ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი იყო. საქართველოს თავდაცვის ძალები მისიას ოცეულის,ასეულის და ბატალიონის დონეზე როტაციის პრინციპით ასრულებდნენ. ამერიკული,ფრანგული,გერმანული ბაზები და ქაბულში მდებარე რეგიონული სარდლობის ცენტრი -ეს იყო მათი დისლოკაციის ადგილები. 100-ზე მეტი როტაციის ფარგლებში ავღანეთის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა მიიღო 20 ათასმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ.

საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 ქართველი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა. რამდენიმე ასეული სამხედრო დაიჭრა და დაშავდა. შტაბებიდან არ გამოდიოდით, როცა ჩვენი ბიჭები ავღანეთის მთებში რეიდებს ატარებდნენ! ნაღმებზე ფეთქდებოდნენ,თალიბების ტყვიას ეწირებოდნენ… უწყლო,მაღალმთიან სოფლებში რეიდის დროს ავღანელი ბავშვებისთვის წყალი აჰქონდათ ჩვენებს “ლატოკებით.” ერთი რეიდის დროს წყლის ასაღებად თალიბებმა ბავშვს ასაფათქებელი დაუმაგრეს და ისე გააგზავნეს.დაიღუპა ბავშვი,ჩვენები გადარჩნენ-“კაფსულამ” იხსნა. ამის შემდეგ,მთებში რეიდების დროს წყალი მაინც მიჰქონდათ ჩვენს ბიჭებს და სოფლების შესასვლელებში ტოვებდნენ. თქვენ,2021 წელს,ავღანეთიდან საკუთარ “ცხენს” გამოასწარით და თქვენს სამსახურში მყოფი 20 000 ავღანელი ტექნიკური მოსამსახურე სასიკვდილოდ გაწირეთ. ვის ღირსებაზე და მორალზე ლაპარაკობთ! ვინ იცავდა ქაბულის შტაბში მყოფ ამერიკელ “ოთხვარსკვლავიან” გენერალს, ვინ? ქართული ნაკრები სპეცასეული! ლომივით ბიჭები! “სოხუმი”-ეწერა მათ ყაზარმას ქაბულში!!!

ლაშა გეგეჭკორი-2016,2018,2020 წწ. ავღანეთში მივლინებული სპეცჯგუფის წევრი. ……………………………………………………..

დიდება გმირებს! ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები:

1. ლეიტენატი მუხრან შუკვანი

2. პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

3. სერჟანი დავით ცეცხლაძე

4. კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

5. კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

6. კაპრალი გიორგი ავალიანი

7. კაპრალი ვალერი ვერსკიანი

8. უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

9. რიგითი გია გოგუაძე

10. სერჟანტი რეზო ბერიძე

11. კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

12. კაპრალი შალვა ფაილოძე

13. კაპრალი ვალიკო ბერაია

14. კაპრალი რუსლან მელაძე

15. კაპრალი პაატა კაჭარავა

16. სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე

17. კაპრალი გივი ფანცულაია

18. კაპრალი მინდია აბაშიძე

19. სერჟანტი გიორგი კიკაძე

20. უნცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე

21. კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე

22. კაპრალი ვლადიმერ შანავა

23. კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე

24. კაპრალი გიორგი ადამოვი

25. რიგითი ზურაბ გურგენაშვილი

26. რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი

27. რიგითი ბორის ჩუგოშვილი

28. რიგითი ზვიად სულხანიშვილი

29. რიგითი გიორგი ღუჭაშვილი

30. კაპრალი რამაზ დავითაია

31. რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი

32. უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი”- წერს ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,328 ნახვა