სამართალი

გიორგი აბდალაძე – ამ დღეს, ღამის 3 საათზე 2011 წელს, ნაძირალა მიშას ბრძანებით დაგვაპატიმრეს ცრუ ბრალდებით, ყოველთვის ვიბრძოლებ იმ ბოროტების წინააღმდეგ, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია!

ამ დღეს, ღამის 3 საათზე 2011 წელს, ნაძირალა მიშას ბრძანებით დაგვაპატიმრეს!! ამ ხნის მანძილზე დღე არ გადის, რომ არ ვიფიქრო იმ ჯოჯოხეთზე რაც გავიარეთ, – წერს ფოტოგრაფი, ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი აბდალაძე, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ყოველთვის იბრძოლებს იმ ბოროტების წინააღმდეგ, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია.

“ამ დღეს, ღამის 3 საათზე 2011 წელს, ნაძირალა მიშას ბრძანებით დაგვაპატიმრეს!! ამ ხნის მანძილზე დღე არ გადის, რომ არ ვიფიქრო იმ ჯოჯოხეთზე რაც გავიარეთ; დაგვაპატიმრეს ცრუ ბრალდებით. დღეს ზურა აღარ გვყავს- ყველაზე თბილი და კეთილი ადამიანი, ყოველთვის ვიბრძოლებ მე პირადად იმ ბოროტების წინააღმდეგ რასაც ნაციონალური მოძრაობა ჰქვია!” – წერს აბდალაძე.

2011 წლის 7 ივლისს, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაწყებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ჯაშუშობის ბრალდება გამოგონილი, დაკავების რეალური მიზეზი კი, 2011 წლის 26 მაისს აქციის გაშუქება და დარბევის ამსახველი ფოტოები იყო. 2018 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,843,642 ნახვა