ინდოეთში, რკინიგზის სადგურის მახლობლად მოწყობილ ბანაკში მძინარე მუშას შხამიანმა გველმა უკბინა. გამწარებულმა მამაკაცმა, იმის ნაცვლად, რომ პანიკაში ჩავარდნილიყო, გველს ხელი სტაცა და ორჯერ ძლიერად უკბინა, რის შედეგადაც ქვეწარმავალი უცბად მოკვდა, ინფორმაციას India Times ავრცელებს.
როდესაც ჟურნალისტებმა კაცს კითხვა დაუსვეს, რატომ ჰქონდა ასეთი რეაქცია თავდასხმაზე, მან განმარტა, რომ მშობლიურ სოფელში არის ასეთი რწმენა: თუ გველი გიკბენთ, თქვენ საპასუხოდ, ორჯერ უნდა უკბინოთ, რათა შხამი განეიტრალდეს.
ინციდენტიდან რამდენიმე წუთში რკინიგზის თანამშრომლებმა მამაკაცი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაირკვა, რომ მის სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.
Facebook Comments Box