უცხოური მედია

რომის პაპი – თვალსაჩინოა, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატია კარგ მდგომარეობაში არ არის, ფსონზე დევს კაცობრიობის კეთილდღეობა

რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა იტალიის ქალაქ ტრიესტში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ის შეშფოთებულია სამყაროში დემოკრატიის მდგომარეობით.

„თვალსაჩინოა, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატია, პირდაპირ რომ ვთქვათ, კარგ მდგომარეობაში არ არის. ეს გვაშფოთებს და გვაღელვებს, რადგან ფსონზე დევს კაცობრიობის კეთილდღეობა და არაფერი ადამიანური ჩვენთვის უცხო არ შეიძლება იყოს“, – თქვა პონტიფიკოსმა.

ფრანცისკემ ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიულ პროცესებში მეტი ჩართულობაა საჭირო. მისივე თქმით, შეშფოთებულია, რომ არჩევნებში ნაკლები რაოდენობით ადამიანი მონაწილეობს.

„კეთილდღეობის გარკვეული ფორმები, რომლებიც არ აღიარებენ ადამიანთა ერთიანობას, წარმოადგენენ სოციალურ ფარისევლობას. ეს არ უნდა დავივიწყოთ. რა დგას სოციალური რეალობისგან დისტანცირების უკან? ეს გახლავთ გულგრილობა. გულგრილობა და პროცესებში ჩაურთველობა არის დემოკრატიის სიმსივნე“, – განაცხადა რომის პაპმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,929,375 ნახვა