პოლიტიკა

„ფრანკლინის“ კუბის დამფუძნებელი- ჩვენ მაქსიმალურადშევუწყვეთ ხელი, ახლა უკვე ოპოზიციის ჯერია

“ჩვენ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო შევუწყვეთ ხელი, ახლა უკვე ოპოზიციის ჯერია“, – განაცხადა „ფრანკლინის კლუბის“ თანადამფუძნებელმა, ალექსანდრე ზიბზიბაძემ ერთ–ერთი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ბოლო პერიოდში რომ საუბრობდა ყველა კვლევაზე, რომლის საფუძველზეც ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიები, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება ერთად გავიდნენ, ცალ–ცალკე, თუ ბლოკებად, ამაშიც ჩართული იყო სამოქალაქო საზოგადოება.ამ კუთხითაც ხელი შევუწყვეთ მათ და ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ არცერთიოპოზიციური ხმა არ გაიფლანგოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი შევიდეთ კამპანიის რეჟიმში. ჩემი აზრით, რაც გვაქვს გასაკეთებელიიმას ვაკეთებთ მაქსიმალურად. ახლა უკვე ოპოზიციის ჯერია, რომელმაც სულ ორ დღეში უნდა გამოაცხადოს, რა ტიპის კონფიგურაციით წარდგება“, – აღნიშნა ზიბზიბაძემ.

ცნობილია, რომ ალექსანდრე ზიბზიბაძე “ფრანკლინის კლუბის“ თანადამფუძნებელია. ის სხვადასხვა დროს აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდა თანამოაზრეების დატრენინგებაში საპროტესტო აქციების დროს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობდა, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე აქტივისტი ალექსანდრე ზიბზიბაძე ძალადობრივ ქმედებებს აორგანიზებდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,951,859 ნახვა