უცხოური მედია

შოლცის მიერ ორბანის პუტინთან შეხვედრის გაკრიტიკების შემდეგ, უნგრეთმა ბერბოკს ბუდაპეშტში დაგეგმილი ვიზიტი გაუუქმა

უნგრეთმა, საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს ბუდაპეშტში დაგეგმილი ვიზიტი გაუუქმა მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ ბერბოკი ბუდაპეშტში 8 ივლისს უნდა ჩასულიყო, თუმცა მოგზაურობა გადაიდო.

შეგახსენებთ, ვიქტორ ორბანი მოსკოვში, პუტინს 5 ივლისს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ მათ უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს და აღმოაჩინა, რომ უკრაინისა და რუსეთის პოზიციები სრულმასშტაბიანი შეჭრასა და მშვიდობის პერსპექტივებზე “ძალიან შორს არის ერთმანეთისგან”. ორბანმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა “დაეჩქარებინა სამშვიდობო მოლაპარაკებები.”

“ვიქტორ ორბანი სტუმრობს პუტინს, როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. საგარეო პოლიტიკაში ევროსაბჭოს წარმოადგენს (ევროპის საბჭოს პრეზიდენტი) შარლ მიშელი… ევროკავშირის პოზიცია ძალიან ნათელია: ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ომს. უკრაინას შეუძლია დაეყრდნოს ჩვენს მხარდაჭერას,” – განაცხადა შოლცმა ორბანის ვიზიტის შემდეგ, რასაც ორბანმა X-ზე უპასუხა – “ბრიუსელში კომფორტული სავარძლიდან მშვიდობას ვერ დაამყარებ.”

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,843,642 ნახვა