უცხოური მედია

ტეილორ სვიფტი და ოპრა : დემოკრატებმა ბაიდენის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავეს

სანამ მოკავშირეები ნატოში, ტრამპის შესაძლო გაპრეზიდენტებისთვის ემზადებიან, დემოკრატებმა ბაიდენის შეცვლა გადაწყვიტეს. ამისთვის მათ უკვე შეიმუშავეს მოქმედების გეგმა,- ინფორმაციას პორტალი Semafor ავრცელებს.

გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას იღებენ პროფესორი როზა ბრუკსი, რომელიც ობამას, კლინტონისა და ბაიდენის ადმინისტრაციაში მუშაობდა და ტედ დინტერსმიტი- დემოკრატების ერთ-ერთი მსხვილი სპონსორი. გეგმა გულისხმობს ბაიდენის დარწმუნებას, რომ გამოეთიშოს წინასაარჩევნო რბოლას, რის შემდეგაც დემოკრატები ბლიც-პრაიმერიზს ჩაატარებენ. 

შერჩეული იქნება სულ 6 პოტენციური კანდიდატი- ამას 19 აგვისტოს დემოკრატების ყრილობამდე გამოაცხადებენ.

ამომრჩეველს ახალ კანდიდატებს წარუდგენენ „კულტურის ვარსკვლავები“.  ტეილორ სვიფტი, მიშელ ობამა და ოპრა უინფრი თითოეულ კანდიდატთან ფორუმს გამართავენ. 

დაჩქარებული პრაიმერიზის შედეგად გამოვლენილ კანდიდატს ყრილობის მესამე დღეს წარადგენენ. 

„ტრანზიტი“ საჯაროდ გაიმართება: კანდიდატთან ერთად სცენაზე გამოვლენ ბაიდენი, ბარაკ ობამა და ბილ კლინტონი. 

სანუგეშოდ, ბაიდენს საზეიმოდ გამოაცხადებენ „თანამედროვე ჯორჯ ვაშინგტონად“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,843,655 ნახვა