პოლიტიკა

“გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ, ხელისუფლებაში მარიონეტები დასვან და მეორე ფრონტი გახსნან” – ირაკლი ზარქუა

“მაქვს გან­ცდა, რომ გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნი­ა­ნი ჯგუ­ფე­ბი, რო­მელ­თაც გავ­ლე­ნა მათ შო­რის ელ­ჩებ­ზეც აქვთ, ცდი­ლო­ბენ არ­ჩევ­ნებ­ზე რე­ვო­ლუ­ცია მო­ა­წყონ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მა­რი­ო­ნე­ტე­ბი დას­ვან და შემ­დგომ მსოფ­ლი­ო­ში გა­ბა­ტო­ნე­ბულ­მა მარ­გი­ნა­ლურ­მა ჯგუ­ფებ­მა მე­ო­რე ფრონ­ტი გახ­სნან – ეს ყვე­ლა­ფე­რი ამას უკავ­შირ­დე­ბა”! – ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი ირაკ­ლი ზარ­ქუა ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის პა­ველ ჰერ­ჩინ­სკის გან­ცხა­დე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი 30 მი­ლი­ო­ნი ევ­როს შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ.

ზარ­ქუ­ას აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ უსა­მარ­თლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­სა და ორ­მაგ სტან­დარტს აქვს ად­გი­ლი, “რა­საც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ გა­ა­ტა­რებს“.

“აბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, თა­ვი­სუ­ფალ­მა სა­ხელ­მწი­ფომ, თა­ვი­სუ­ფალ­მა პარ­ლა­მენ­ტმა კა­ნო­ნი მი­ი­ღო და ამის გამო და­სა­ჯო?! თან ასე უტიფ­რად და უსირ­ცხვი­ლოდ ამ­ბობ ჯარ­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და – ავ­ღა­ნეთ­სა და ერაყ­ში, რისი ინ­ტე­რე­სი სა­ერ­თოდ არ გვქონ­და, მაგ­რამ ეს მსოფ­ლიო უსაფრ­თხო­ე­ბის პროგ­რა­მა იყო და ჩვენ მას­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით. რამ­დე­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და და­სა­ხიჩ­რდა ამ მი­სი­ებ­ში?! – ამის შემ­დეგ რა პა­სუ­ხია, რომ 30 მი­ლი­ო­ნით ჯარს არ და­ა­ფი­ნან­სებ და ლომ­ჯა­რი­ე­ბი უნდა და­ა­ფი­ნან­სო, რათა რე­ვო­ლუ­ცია მო­ა­წყონ. ეს მი­უ­ღე­ბე­ლი, უსა­მარ­თლოა და ამას “ქარ­თვე­ლი ხალ­ხი“ არ გა­ა­ტა­რებს!

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ­ჩევ­ნებ­ზე სწორ არ­ჩე­ვანს გა­ა­კე­თებს და პარ­ლა­მენ­ტში კი­დევ უფრო მეტი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა გვე­ყო­ლე­ბა, რად­გან ამ მუ­ქა­რებს, უსა­მარ­თლო­ბა­სა და ორ­მაგ სტან­დარტს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ გა­ა­ტა­რებს – გა­მო­რი­ცხუ­ლია! ამას არ იმ­სა­ხუ­რებს არც ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, არც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და არც ქარ­თუ­ლი ჯარი.

და­სავ­ლეთს სა­ქარ­თვე­ლო, თა­ვი­სი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­სი­ცო­ცხლოდ სჭირ­დე­ბა. ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნია ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნი, რაც ასა­ხუ­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, მაგ­რამ ჩვენ უსა­მარ­თლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და ორ­მაგ სტან­დარტს ვერ გა­ვა­ტა­რებთ!“ – გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის პა­ველ ჰერ­ჩინ­სკის გან­ცხა­დე­ბით, ამ დრო­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია. ამას­თან, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სფე­როს მხარ­და­სა­ჭე­რად გა­მო­ყო­ფი­ლი 30 მი­ლი­ო­ნი ევ­როც გა­ყი­ნა. ელ­ჩის თქმით­ვე, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან და სან­ქცი­ებ­საც გა­ნი­ხი­ლა­ვენ, თუმ­ცა ამ სა­კი­თხზე, ამ დრო­ის­თვის ევ­რო­პულ სტრუქ­ტუ­რებ­ში ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა არაა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,541 ნახვა