პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი – ტყუილებისა და ბაქიბუქის გამო, სააკაშვილს ყველა ეკაიფება

მიხეილ სააკაშვილმა 1992 წელს კიევში დაამთავრა უმაღლესი და ამერიკაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. რა სტატუსით შეიძლებოდა ჩაეტანა გაწევრიანების მოთხოვნა ეუთო-ში? – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ვახტანგ მეგრელიშვილი ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც სააკაშვილი წერდა: „ვამაყობ, რომ 1992 წელს საქართველოს ეუთო-ში გაწევრიანების მოთხოვნა სწორედ მე ჩავიტანე, რაც გახდა დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების პირველი შემთხვევის საფუძველი“.

ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, სააკაშვილს წვრილმანი ტყუილებისა და ბაქიბუქის გამო არასერიოზულად უყურებენ.

„რა უცნაური კაცი ხარ, მიშა! უამრავი საქმე გაქვს გაკეთებული, ძალიან კარგი საქმეც და ძალიან ცუდიც.

1992 წელს კიევში დაამთავრა უმაღლესი და ამერიკაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. რა სტატუსით შეიძლებოდა ჩაეტანა გაწევრიანების მოთხოვნა ეუთო-ში? საფოსტო მტრედის სტატუსით?

ამ წვრილმანი ტყუილების და ბაქიბუქის გამო არასერიოზულად გიყურებენ და ვისაც არ ეზარება, „ქოცებიც“ და ყოფილი მეგობრებიც, ყველა გეკაიფება. სამწუხაროა“, – წერს ვახტანგ მეგრელიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,848,437 ნახვა