უცხოური მედია

ევროსტატის ანგარიში: რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყანა: ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ლიდერობს – მათი ექსპორტის წილი რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ საგრძნობლად გაიზარდა

ევროსტატის ბოლო ანგარიშით, რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყანა – ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ლიდერობს- ამის შესახებ ინფორმაციას ევროსტატი აქვეყნებს.

ევროსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიში და თანდართული ფაილები რუსეთ-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვისა და ექსპორტ-იმპორტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეიცავს.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წელს ლიეტუვის ექსპორტი რუსეთში 13,8 პროცენტს- 2.143 (მლრდ) ევროს შეადგენდა, ლატვიის ექსპორტი რუსეთში 28.5 პროცენტი – 2.125 (მლრდ) ევრო იყო, ხოლო ესტონეთის 12.4 პროცენტი- 589 (მლნ) ევრო.

ეს იმ ფონზე, როდესაც ამავე წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთში 10,8 პროცენტს -607 (მლნ) ევროს შეადგენდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ თუკი დღევანდელ და უკრაინის ომამდე არსებულ მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ რუსეთში ექსპორტის წილი საქართველომ შეამცირა, რასაც ვერ ვიტყვით ბალტიის ქვეყნებზე. კერძოდ, 2021 წლის მონაცემებით, ლიეტუვის ექსპორტი რუსეთში 10.85%- შეადგენდა, ლატვიის 7.28%, ესტონეთის 6.39%, ხოლო საქართველოს შემთხვევაში 14.40% იყო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,854,215 ნახვა