პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: NATO-ს საიუბილეო სამიტი მნიშვნელოვანი პლატფორმაა იმისთვის, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებული ის ყალბი ნარატივი გაიფანტოს, რაც ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს საქართველოს შესახებ

„NATO-ს საიუბილეო სამიტში საქართველოს მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მზაობასა და სურვილს, რომ ამ ორგანიზაციაში გავწევრიანდეთ,“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, NATO-ს საიუბილეო სამიტი მნიშვნელოვანი პლატფორმაა იმისთვის, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებული ის ყალბი ნარატივი გაიფანტოს, რაც ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს საქართველოს შესახებ.

„ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისთვის, რომ სამიტის ფარგლებში საქართველომ უკეთესად გაავრცელოს პარტნიორებისთვის ის ინფორმაცია, რაც ქვეყანაში არსებობს დემოკრატიის განვითარებისა თუ საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შესახებ. ეს დაეხმარება რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებული იმ ყალბი ნარატივის გაფანტვასაც, რაც, ზოგადად, ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს საქართველოს შესახებ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,854,198 ნახვა