პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ამერიკის და ევროკავშირის მხრიდან ქართული ჯარის დაფინანსების შეწყვეტა ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა ჯარისკაცებს ამით არაფერი დააკლდებათ – პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 2024 წელს თავდაცვის სამინისტროს 100 მლნ ლარი დაემატება

მშვიდობას და სტაბილურობას მოაქვს განვითარება – 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 519 000 000 ლარით იზრდება, – წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

ბოჟაძე აღნიშნავს, რომ თავდაცვის ძალები სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად ჯარის დაფინანსება მუდმივად იზრდება და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 2024 წელს თავდაცვის სამინისტროს 100 000 000 ლარი დაემატება.

„მშვიდობას და სტაბილურობას მოაქვს განვითარება – 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 519 000 000 ლარით იზრდება.

ამერიკის და ევროკავშირის მხრიდან ქართული ჯარის დაფინანსების შეწყვეტა ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს ამით არაფერი დააკლდება. ჩვენი თავდაცვის ძალები სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად ჩვენი ჯარის დაფინანსება მუდმივად იზრდება და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 2024 წელს თავდაცვის სამინისტროს 100 000 000 ლარი დაემატება. #მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,854,198 ნახვა