უცხოური მედია

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, ბანგლადეშში მასობრივი ძარცვა დაიწყო

ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრის, შეიხ ჰასინას გადადგომის შემდეგ ქვეყნის დედაქალაქ დაკაში მასობრივი ძარცვა დაიწყო. დასავლური მედიის ცნობით, დემონსტრანტები შეიჭრნენ და დააზიანეს შინაგან საქმეთა მინისტრის, ასადუზამან ხანის რეზიდენცია, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციიდან კი მოსახლეობას ავეჯი გამოაქვს.

დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს 1975 წელს მოკლული პრეზიდენტის, მუჯიბურის მემორიალურ მუზეუმს.

ქალაქ სილჰეტში დაწვეს კომისრის მოადგილისა და პოლიციის ზედამხედველის ოფისები.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინდოეთში ჩასვლის შემდეგ ბანგლადეშის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, შეიხ ჰასინამ ბრიტანეთს სთხოვა თავშესაფარი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,925 ნახვა